ვინიასა იოგა მიქსი ირინასთან ერთად

ვინიასა იოგა მიქსი ირინასთან ერთად
ვინიასა იოგა მიქსი აერთიანებს იოგას რამდენიმე მიმართულებას და საშუალებას იძლევა, ინდივიდუალურად მოერგოს დამწყებ თუ გამოცდილ მოვარჯიშეებს. შერჩეული საბაზისო ასანები (პოზები), უპირველეს ყოვლისა, შეესაბამება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს, როგორიცაა ნაკლები მოძრაობა დღის განმავლობაში, სტრესული და არაჯანსაღი გარემო. ამიტომაც, პრაქტიკა ემსახურება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სტრესული გარემოს მიმართ მდგრადობის ამაღლებას. ძალისმიერ და მობილობის ვარჯიშებთან ერთად კლასში დრო ეთმობა სუნთქვით და სარელაქსაციო ვარჯიშებსაც. რეგულარული კლასების დროებია: სამშაბათი/ხუთშ.: 20:30 - 21:45 შაბათი: 11.00 - 12.30