ჩვენ შესახებ

BeOn  არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კორპორატიულ და ინდივიდუალურ დონეზე ხელს უწყობს სულიერ, მენტალურ და ფიზიკურ კეთილდღეობას.

BeOn-ის სერვისი ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას გაეცნოს სულიერ, მენტალურ და ფიზიკურ ჰოლისტურ პრაქტიკებს - პარტნიორი ცენტრებისა და პროფესიონალი მენტორების საშუალებით.

BeOn არის სივრცე, სადაც თითოეულ ადამიანს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გამოიყენოს ჩვენს მიერ წამორდგენილი 3 ტიპის ბარათი: ბალანსი, ჰარმონია, გამთლიანება.

რატომ შეიქმნა BeOn?

BeOn შეიქმნა ერთი მარტივი რწმენიდან - კეთილდღეობა იწყება საკუთარი თავის სიყვარულით.
 

ჩვენმა გამოცდილებამ მიგვიყვანა იმ იდეამდე, რომ ადამიანს სჭირდება სივრცე, სადაც ყოველდღიურად შეძლებს საკუთარი თავის არჩევას. ჩვენი მიზანია, რომ ცხოვრების სტილი და ყოველდღიური რუტინა გახდეს ბალანსის, სიმშვიდისა და განვითარების ბუნებრივი ნაწილი.


ჩვენი გუნდი
 

  • ნინუცა ქობალია-HRM, მრავალწლიანი გამოცდილებით ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
  • ანო გაბიჩვაძე-ჰოლისტური კეთილდღეობის მენტორებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად ჩართული პროდიუსინგისა და მენეჯმენტის მართვაში. მისი საქმიანობა აერთიანებს პიროვნული განვითარების მიმართულების მხარდაჭერას, ასევე პროექტების ორგანიზებასა და კოორდინაციას.
რატომ შეიქმნა BeOn?

მუშაობის პრინციპი

  • კომპანიებსა და ინდივიდებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ბარათი და ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი სივრცეების სერვისებით
  • ბარათის მფლობელს ექნება არჩევანის თავისუფლება – თავად გადაწყვიტოს, რომელ ცენტრს ან სპეციალისტს ესტუმროს
  • ბარათის მფლობელს QR კოდის მეშვეობით ეძლევა საშუალება გაიაროს იდენტიფიკაცია და ჩაერთოს სასურველ აქტივობაში.
მუშაობის პრინციპი

რატომ BeOn?

  • პირველი მასშტაბური ჰოლისტური ქსელი საქართველოში
  • მარტივი წვდომა – ერთი ბარათი, მრავალფეროვანი არჩევანი
  • სანდო პარტნიორები და სერტიფიცირებული სპეციალისტები
  • პერსონალური განვითარება – წევრს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარ ტემპში აირჩიოს სერვისები, რომლებიც მის შინაგან და ფიზიკურ ზრდას შეესაბამება
  • ჰარმონია და სიცოცხლისუნარიანობა
  • ინფორმაციული ხელმისაწვდომობა - ყოველკვირეული კალენდარი
  • არსებულ ფასებთან შედარებით, ყველა აქტივობაზე 30-40%-იანი ფასდაკლება
რატომ BeOn?