3 კვირა | 5 ვორქშოფი | თეორია + პრაქტიკა
ღირებულება: 300 ლარი
როგორ მოქმედებს წარსული აწმყოზე? რა ხდება მაშინ, როცა ტრავმული გამოცდილება დაუმთავრებელ გეშტალტად რჩება და გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, საზღვრებსა და საკუთარ თავთან კავშირზე?
კურსის ფარგლებში გეშტალტთერაპიული მიდგომის საშუალებით განვიხილავთ ტრავმის გავლენას, „აქ და ახლა“-ში დაბრუნებას, პიროვნული საზღვრების გამყარებასა და პიროვნული მთლიანობის აღდგენას.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, გეშტალტთერაპია და პიროვნული განვითარება და სურს საკუთარი გამოცდილებების უკეთ გააზრება და უფრო მოქნილი, ადაპტური პატერნების გამომუშავება.
კურსის წამყვანები 👩🏫
ხატია გოგოლაძე — ფსიქოლოგიის მაგისტრი, EAGT-აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და SANGU-ს მოწვეული ლექტორი. საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის კვლევის კომიტეტის წევრი, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით.
ეკატერინე სოსელია — ფსიქოლოგი, EAGT-აკრედიტებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის წევრი. აქვს კვლევითი და ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ჩართულია ფსიქოლოგიურ და გეშტალტთერაპიულ პროექტებში.