Retreatbilisi და დეა ყოლბაია გიწვევთ სამსაათიან შეხვედრაზე, რომელიც აერთიანებს ანთროპოლოგიას, ცნობიერების კვლევას, კულტურის ისტორიას და ადამიანის ფსიქო-სომატური ჯანმრთელობის საკითხებს.
საღამოს დავიწყებთ Retreatbilisi-ის გუნდთან ერთად - სივრცეს შევქმნით ყოველდღიური რიტმიდან გამოსვლის, ყურადღების მოკრებისა და შეხვედრისთვის მომზადების მიზნით.
ამას მოჰყვება მოკლე ბგერითი თერაპიის (Sound Healing) სესია, რომელიც კონცენტრაციისა და ინფორმაციის ღრმა აღქმის ხელშეწყობისთვის არის შექმნილი.
შემდეგ კი დეა ყოლბაია შემოგთავაზებთ ლექცია-პერფორმანსს -„მჟავას დედოფალი ელევსინიდან“. ხშირად, სოკოებსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებმაც ადამიანის ცნობიერებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს, „დაწყევლილებს“ უწოდებენ. თუმცა ისტორიის, ანთროპოლოგიისა და ცნობიერების კვლევის პერსპექტივიდან, მათი ადგილი ადამიანის კულტურულ განვითარებაში გაცილებით საინტერესოა.
შეხვედრა შეეხება სოკოების განსაკუთრებულ როლს ადამიანის ისტორიაში, ცნობიერების ცვლილების გამოცდილებებს, რელიგიური და კულტურული ნარატივების ჩამოყალიბებას, ადამიანის ტვინსა და აღქმას, აგრეთვე იმ იდეებსა და თეორიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ანთროპოლოგიისა და ცნობიერების კვლევის სფეროებზე.
ელევსინის მისტერიებიდან და ძველი ცივილიზაციების სიმბოლიზმიდან თანამედროვე ბიოლოგიასა და ტვინის კვლევებამდე - ეს შეხვედრა წარმოადგენს მცდელობას, ახალი პერსპექტივიდან შევხედოთ ადამიანის ცნობიერების ისტორიას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა მისი ფორმირება განსაზღვრეს.
30 ივნისი | 19:00 საათი