4-5 ივლისს ლუმოსში გეპატიჟებით სისტემური განლაგების კიდევ ერთ ორდღიან ინტენსივზე, რომელსაც გაუძღვება თამუნა ჟიჟილაშვილი; სისტემური განლაგება გვაჩვენებს საოჯახო სისტემაში არსებული ურთიერთობების დინამიკას და გვეხმარება, საოჯახო სისტემებში არსებული არაჯანსაღი კავშირების აღმოჩენასა და კურნებაში, რომლებიც ხშირად რამდენიმე თაობაში მეორდება; სისტემური განლაგების ორდღიანი ინტენსივის განმავლობაში ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, გამოიტანოს თავისი პირადი თემა და იმუშაოს მისთვის აქტუალურ საკითხზე.
დამსწრეების მაქსიმალური რაოდენობაა: 12 ადამიანი