გეპატიჟებით ვარლამ (დათო) ჩარკვიანის ორსაათ-ნახევრიან ვორქშოფზე, რომელიც დაეთმობა მასტერ ანდრეი სიდერსკის ორმოცწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით შექმნილი მეთოდის გაცნობას.
მეთოდი გულისხმობს ასანების განსაზღვრულ თანმიმდევრობას, რაც ქმნის ერთგვარ ჯაჭვისებურ ეფექტს და სრულდება სუნთქვის განსაზღვრულ რიტმში.
ვარლამი (დათო), რომლის პრაქტიკაც იოგაში 29-წლიან გამოცდილებას ითვლის, საქართველოში სიდერსკის საავტორო მეთოდის წარმდგენია და ვორქშოფის განმავლობაში გაგვიზიარებს თავის პირად უნიკალურ გამოცდილებასაც.